2019 წლის 25 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს  ადვოკატის პაატა მანველიშვილის და არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი“–ს მიერ მოეწყო შეხვედრა ქ. ახალციხის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. 

შეხვედრის თემა იყო „ბულინგი“.  პაატა მანველიშვილმა  მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს ბულინგი, რა საკანონმდებლო  რეგულაციები და  საშუალებები არსებობს ბულინგის  წინააღმდეგ ბრძოლისათვის. 
ყურადღება  გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის როლზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების საქმეში. 

ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი „დაამარცხე ბულინგი“. ბავშვებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და კვალიფიციური პასუხები მიიღეს.