2019 წლის 8 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატმა, ფატმან არზიკიანმა შეხვედრა გამართა თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სისხლის სამართლის ზოგადი საკითხები – დანაშაულის კატეგორიები, ნარკოტიკული დანაშაული“ და ა.შ.

გარდა ამისა, წარდგენილ პრეზენტაციაზე, იურისტმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ და ესაუბრა მომსახურების გაწევის პირობებზე. ფატმან არზიკიანმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.