2019 წლის 21 მაისს,  იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში,   აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG)  მხარდაჭერით, მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: „საგამოძიებო მოქმედებები, მტკიცებულებები და მტკიცების საგანი სისხლის სამართლის პროცესში“.  მასში მონაწილეობენ მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წევრები, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები.

ტრენინგს უძღვება სამართლის ექსპერტი ქეთევან ჩომახაშვილი.


ტრენინგის ფარგლებში განიხილება  საპროცესო კოდექსი, მხარეთა თანასწორობა, შეჯიბრობითობა, მტკიცებულებების ცნება, სახეები, სტანდარტები, მტკიცებულებათა,  მათი დაუშვებლობის ზოგადი წესები და სხვა საკითხები.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.