თბილისის ბიუროში მიმდინარე ტრენინგზე სასჯელის საკითხებს განიხილავენ

დღეს, 2019 წლის 27 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგი სამართლის ექსპერტის ლიანა ორკოდაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე: „სასჯელის შეფარდება და სასჯელის დასაბუთება, პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“.

აღსანიშნავია, რომ ბიუროებში მიმდინარე ტრენინგები მერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამისკანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - ProLog- ის დახმარებით განხორციელდა.

ტრენინგს ესწრებია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები, კონსულტანტები და აგრეთვე, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წევრები.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება სასჯელის მიზნები და სახეებიპასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სხვა საკითხები.

ტრენინგის მონაწილეები აქტიურად განიხილავნენ თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებას. ბოლოს, იურისტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.