31 მაისს (2019) იურიიდული დახმარების სამსახურს ესტუმრნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი სასამართლო რეფორმის საკითხებში კენტ კესიბერი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების პროექტების ხელმძღვანელი რუსუდან ტაბატაძე.

შეხვედრას ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და დირექტორის მრჩეველებმა ნინო მელაძემ და სულხან გევლესიანმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურში მიმდინარე  სიახლეების შესახებ. მათ შორის,  საქმისწარმოების  სისტემის გაუმჯობესება, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა ახალი ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებით, დისტანციური სამართლებრივი დახმარების ქსელის გაფართოება, სასწავლო ცენტრის და შეფასებსი სისტემის ამოქმედება და ა.შ.

სტუმრებმა, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, გამოხატეს სრული მზადყოფნა კვლავ განაგრძონ სამსახურის მხარდაჭერა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.