2019 წლის 31 მაისს, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მხარეების შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდებაბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების პირობებზე; შემუშავდება საგანმანათლებლო მოდულები; ახალგაზრდები გაეცნობიან თავიანთ უფლებებს, რაც, საერთო ჯამში, მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

მემორანდუმში ასახული აქტივობების განხორციელება  უახლოეს მომავალში დაიწყება.