ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 3 ივნისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR/DLA Piper მხარდაჭერით, დაიწყო სამდღიანი ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის. ტრენინგი თემაა „ადვოკატის უნარ-ჩვევები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩო“.
მონაწილეებს მიესალმა UNHCR-ის რეგიონული სამართლებრივი მრჩეველი კრისტინა ბუნეა, ტრენერები - რებეკა ჰოპკირკი, ენტონი კალარეტი, ოლივია კლარკი და მარგო ბია, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი იურიდიული ფირმის - DLA Piper-ის წარმომადგენლები არიან, საზოგადოებრივ ადვოკატებს ესაუბრებიან კლიენტთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებზე, ლტოლვილებთან მუშაობის პრინციპებსა და ტექნიკებზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებსა და კონევენციებზე.