ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 5 ივნისს, ევროპის საბჭოს ოფისში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხევდრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შორის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილეები ნინო მელაძე და სულხან გველესიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეველოპერი თამარ მოშიაშვილი და ევროპის საბჭოს პროექტების ოფიცერი სოფიო წაქაძე.
რაჟდენ კუპრაშვილმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე რეფორმებზე, სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.
ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კონკრეტული პროექტების განხორციელება.