ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 2 დეკემბერს, 15:30 საათზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ოფისში (მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზ. №14).
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
• საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანა;
• საგამონაკლისო კრიტერიუმებში ცვლილების შეტანა და მათი გაფართოება;
• რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესში ცვლილების შეტანა;
• სხვადასხვა საკითხების მიმოხილვა;
"იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას.