2019 წლის 11 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და დირექტორის მოადგილეები ნინო მელაძე და სულხან გველესიანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდნენ ევროკავშირის სამართლის პროგრამების მენეჯერს პეტერ დანიშსა და ევროკავშირის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის პირველ მოდგილეს კატალინ გერმანს.

რაჟდენ კუპრაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე რეფორმებზე, სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ ენთუზიაზმით ხვდებიან უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის განვითარებას საქართველოში, გამოხატეს სრული მხარდაჭერა იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ.

გადაწყდა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ დაეხმარება სამსახურს ახალი პროექტების წარმატებით განხორციელებაში.