ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 17 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან აბაშიძეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვასა და უფასო სამართლებრივი დახმარების ის სერვისებზე, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური დევნილი მოსახლეობისათვის გასწევს.
გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, გააქტიურდება საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან მათი უფლებების შესახებ და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში დისტანციურ უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება