ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 18 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მტკიცებულება და მისი დასაშვებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ბიუროების და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატები ესწრებოდნენ.
ტრენინგს უძღვებოდა სამართლის ექსპერტი ქეთევან ჩომახაშვილი, რომელიც იურისტებს ვრცლად ესაუბრა საპროცესო კოდექსის ზოგად პრინციპებზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესეზე, საპროცესო მოქმედებებში ექსპერტიზის, ნიმუშის აღების მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე.