ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 20 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა, კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ და სპეციალისტმა სოფიო ჩიხაშვილმა გამართეს შეხვედრა დაბა ჟინვალის მოსახლეობასთან. ჩატარდა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია, განემარტათ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობა, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები.
მოსახლეობა გაეცნო, თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ძალადობის მსხვერპლებს, მიიღეს ინფორმაცია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს ადგილზე გაეწით კონსულტაცია მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, მიწის რეგისტრაციასა და სოციალური შემწეობების მიღების პირობებზე.
შეხვედრის ბოლოს დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.