ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 26-27 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტარდება ტრენინგი თემაზე: "ბავშვის უფლებები: ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო ვალდებულებები".
ტრენინგს უძღვება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი, რომელიც მონაწილეებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი შონიამ წარუდგინა.
ადვოკატები და იურისტ-კონსულტანტები განიხილავენ ეროვნულ კანონმდებლობსა და ევროპულ კონვენციებს ბავშვის უფლებების შესახებ, მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, 1980 წლის ჰააგის კონვენციას ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ და ა.შ.