ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 19 ივნისს იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მაია ხვადაგიანი, ოთარ რუხაძე და ხვიჩა თავაძე შევხვდით ქალაქ წყალტუბოში სანატორიუმ ,,აია“-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
შეხვედრა ქალებზე მშვიდობასა და და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა.
ადვოკატებმა დევნილ ქალებს წარუდგინეს პრეზენტაცია ქალთა უფლებების შესახებ, გააცნეს უფასო სამართლებრივი დახმარებისა მიღების პირობები და გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები.