ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 27 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ანაკლიაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის "მომავლის ბანაკის" გახსნას დაესწრო.
ბანაკის გახსის ღონისძიება, რომელშიც 300 მოზარდი მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
აღსანიშნავია,რომ იურიდიული დახმარების სამსახურსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო თანამშრომლობა, რომლის მიზანია მოზარდთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. პერიოდულად, ბავშვთა ბანაკებს საზოგადოებრივი ადვოკატები ეწვევიან და გაუწევენ კონულტაციას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.