ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 3 ივლისს კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ალექსი ტუსნიაშვილი გასვლით კონსულტაციაზე იმყოფებოდა ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ბაისუბანსა და აფენში. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადვოკატისაგან მიიღეს სრულყოფილი კონსულტაციები მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული საკუთრების რეგისტრაციის აუცილებლობაზე, პირადობის მოწმობის მოქმედების ვადების გასვლასთან დაკავშირებით, სამემკვიდრეო დავებზე, მიწის და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის წესებზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ თემებზე. გარდა აღნიშნულისა, ადვოკატმა მოსახლეობას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის თავისებურებები.
სოფლების მცხოვრებლებს დაურიგდათ სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.