შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში აქტიური საინფორმაციო კამპანია გამართეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვეშსა და ფლავისმანში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კეხიჯვარსა და ყინწვისში.

იურისტებმა მოსახელობას სამსახურის საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს და იმავდროულად გაუწეს სამართლებრივი კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე- მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, საბანკო დავები. 

ფლავისმანისა და ქვეშის მცხოვრებლებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობებზე, სერვისების სახეობებზე, გადახდიუუნარობის კრიტერიუმებზე. ყინწვისელ და კეხიჯვრელ ახალგაზრდებს აინტერსებდათ არასრულწლოვანთა უფლებების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემები. იურისტებმა მოსახლეობას განუმარტეს, თუ როგორ შეუძლიათ ისარგებლონ საადვოკატო მომსახურებით, ონლაინ კონსულტაციით  და სად მიიღონ სამართლებრივი რჩევები,თუ რომელიმე საკითხი დააინტერესებთ.