23-24 ივლისს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე "სამოქალაქო საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში - აღიარებითი სარჩელი, უდავო წარმოება, მხარეები და მესამე პირები სამოქალაქო პროცესში“.

საზოგადოებრივ ადვოკატებსა და კონსულტანტებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს ტრენინგის ხელმძღვანელი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ წარუდგინა.

ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით მიმდინარეობს.