ცხელი ხაზი: 292 00 55
26 ივლისს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტები სალომე ჯანჯღავა და მაგდა სიორდია ქ. ფოთში, ყოფილი ,,201-ე ქარხნის“ ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დევნილი მოსახლეობის ინფორმირებას გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში ჩატარდა.
მოსახლეობას ძირითადად აინტერესებდა ისეთი საკითხები როგორიცაა: დევნილ ქალთა სოციალური უფლებები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები, განქორწინება ა.შ. დევნილმა მოსახლეობამ მიიღო კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია. ისინი, ასევე გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს.
შეხვედრის ბოლოს დევნილებს დაურიგდათ სამსახურის მიერ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით გამოცემული ბუკლეტები.