ცხელი ხაზი: 292 00 55
1 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ტეხურის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ან დევნილია.ინფორმაცია აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემების შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გადახდისუუნარო მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა გასვლითი კონსულტაციების გაწევის ფორმით. ამ მხრივ სამსახურს დიდი გამოცდილება გააჩნია. საზოგადოებრივ ადვოკატები და კონსულტანტები ხშირად თავად სტუმრობენ სამსახურის ოფისებიდან დაშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, მართვენ საინფორმაციო კამპანიებს და დაინტერესებულ პირებს უწევენ ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციებს.
სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა: "ტეხურის დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შევიტყვეთ. აქ მცხოვრებ ადამიანებმა არ იცოდნენ, თუ ვისთვის უნდა მიემართათ. ჩვენ შევხდით მათ, გავეცანით მათ პრობლემებს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხში და ასევე, მივაწვდით ინფორმაციას არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ჩვენი სამსახურის მხრიდან სამართლებრივ კონსულტაციის მიღება შესაძლებელი ყველასთვის. რაც შეეხება კონკრეტულ დასახლებას და აქ მცხოვრებ ადამიანებს, ვფიქრობთ, მათ დასჭირდებათ საადვოკატო წარმომადგენლობის განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებში და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედეგნაც. ჩვენ მზად ვართ, სამსახურის მანდატის ფარგლებში, ამ ადამიანებს აღმოვუჩინოთ დროული და ეფექტური სამართლებრივი დახმარება. დიდი მადლობა მედიის წარმომადგნელებს, რომლებიც არსებული სოციალური პრობლემების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ."
იხილეთ სიუჟეტი:
http://www.legalaid.ge/ka/p/3/video-gallery