სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ზაზა ზარიძე, შსს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს მომართვის საფუძველზე, სავალდებულო დაცვის წესით ჩაერთო ახალქალაქში მცხოვრები ა.პ.-ს დაცვის საქმეში. ბენეფიციარმა არ იცოდა სამართალწარმოების ენა.

ბრალდების დადგენილების მიხედვით, ა.პ.-მ, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს. 

ადვოკატი ზაზა ზარიძე შეხვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს და დეტალურად გამოჰკითხა საქმის ვითარება. გაუწია შესაბამისი კონსულტაცია. განუმარტა მისი საქმის ყველა შესაძლო შედეგი, კერძოდ ის, რომ  საქმის კონკრეტული შედეგი დამოკიდებული იყო სასამართლოში გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე, მოწმეების, მათ შორის, თავად დაზარალებულის მიერ მისაცემ ჩვენებებზე. 

სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივმა ადვოკატმა დაარწმუნა მოსამართლე, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნდა არცერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, მათ შორის, არც მოწმეთა ჩვენებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაადასტურებდა. ამიტომ მან ა.პ.-ს გათავისუფლება მოითხოვა. 

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და ა.პ.-ს საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111(პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის) - 126–ე მუხლიდან (ძალადობა) გადაკვალიფიცირა  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის (ოჯახში ძალადობა) პირველ ნაწილზე და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული მოცემულობით ა. პ.- მ მიიღო იმაზე ბევრად მსუბუქი სასჯელი, ვიდრე ბრალდების მხარე ედავებოდა.