ცხელი ხაზი: 292 00 55
6 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ანგარიშების ანალიტიკური წერის შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ნინო მელაძემ ტრენინგის მონაწილეებს წარუდგინა ტრენერი, იურისტი ვახტანგ ნაცვლიშილი, რომელმაც მიმოიხილა სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშების მომზადების თვისებურებები, სტრუქტურა, შინაარსობრივი და ფორმალური მხარეები.
ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგარიშების მომზადებისას არსებულ გამოწვევებზე.ტრენერმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა წარმოადგინა თავისი რეკომენდაციები