17 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა  მადლობის სიგელი გადასცა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს, პაატა მეხრიშვილს საზოგადოებრივი ადვოკატის მოვალეობის მაღალკვალიფიციური შესრულებისთვის, ათწლიანი ერთგული თანამშრომლობისთვის და გზა დაულოცა მას ახალ სამსახურში. 

პაატა მეხრიშვილი 2009-2019 წლებში თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იყო. მის პროფესიულ ბიოგრაფიაში არაერთი წარმატებული საქმეა. ყოფილი საზოგადოებრივი ადვოკატი პროფესიულ საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს. კოლეგები მას წარმატებას ვუსურვებთ