13 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონიამ გახსნა. მანვე წარუდგინა მონაწილეებს ტრენერები - ფსიქოთერაპევტი/ფსიქიატრი სოფიო ტაბაღუა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი, იურისტი ირმა ალადაშვილი.

ტრენინგზე 2 ძირითადი საკითხი განიხილეს - ძალადობის ფსიქოსოციალური ზეგავლენა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების სამართლებრივი რეგულირება.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.