2019 წლის 23 სექტემბერს, პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს ელჩი და კონსული. შეხვედრაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი გაიმართა ქართველი ემიგრანტებისა და არალეგალი მიგრანტების პრობლემების შესახებ.