2019 წლის 11 ოქტომბერს  იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა ფატმან არზიკიანმა და მიხეილ ხუსკივაძემ გასვლითი შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის #6 საჯაროს სკოლის მოსწავლეებთან.  გასვლითი შეხვედრის მიზანი იყო უფროსკლასელებისათვის სისხლის სამართლის აქტუალური საკითხების გაცნობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებები სისხლის სამართლის პროცესში და გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულთა განმარტება. 

მოსწავლეებს ასევე ინფორმაცია მიეწოდათ იურიდიული დახმარების სამსახურის და მისი მომსახურების სპეციფიკის შესახებ. 

შეხვედრამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში და პასუხი გაეცა მათ მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას.