დღეს, 18 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

დირექტორმა სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციებით წარადგინა უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციის სერვისები, დახმარების მიღების კრიტერიუმები და პირობები, ისაუბრა სამსახურის ახალ პროექტებზე. მათ შორის,  სტუდენტებისათვის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც მალე იურიდიული დახმარების სამსახურში ამოქმედდება და ახალგაზრდა იურისტებს მიეცემათ საშუალება  გამოცდილი ადვოკატების მეთვალყურეობით  გადადგან პირველი პროფესიული ნაბიჯები.
რაჟდენ კუპრაშვილმა სტუდენტებს ასევე გააცნო დისტანციური სამართლებრივი დახმარების სერვისი, რომელითაც ქართველი ემიგრანტები ისარგებლებენ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.  სტუდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ იურიდიული დახმარების სამსხურის ახალ პროექტებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდაში.