დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი  თემაზე: „რელიგიის თავისუფლება: პრაქტიკული კურსი“.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონიამ მონაწილეებს წარუდგინა ტრენერი - სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ზაზა ზანგურაშვილი . ტრენინგზე განსახილველ საკითხთა შორისაა  საკითხი განიხილეს - კონსტიტუციური შეთანხმების სამართლებრივი შეფასება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში; პროზელიტიზმი; რელიგიური სიმბოლიკის გამოყენება საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართლებრივი სტანდარტები და მათი გავლენა კანონმდებლობაზე/სასამართლო პრაქტიკაზე  და  სხვა.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.