დღეს, 27 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი, მმართველი კანონის უზენაესობის საკითხებში ენდრიუ სოლომონი და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მთავრობის ოფისის კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი რუსუდან ტაბატაძე ესტუმრნენ.

სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია  სამსახურში მიმდინარე და უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელება მიზნად ისახავს უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, სამსახურის ცნობადობის ამაღლებასა და მომსახურების ხარისხის  გაუმჯობესებას.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა  დონორ ორგანიზაციასთან სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის უდიდეს მნიშვნელობას.