29-30 ოქტომბერს , ბორჯომში, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის(UNHCR) მხარდაჭერით,  მიმდინარეობს ტრენინგი ლტოლვითა და თავშესაფრის მაძიებელთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი დახმარების საკითხებზე.

ტრენინგს ესწრებიან იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები. ასევე, არნიშნულ თემაზე მომუშაგვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. სპეციალური პრეზენტაციით ტრენინგის მონაწილეების წინაშე წარდგებიან თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები აკაკი ლომსაძე და თეა ყაულაშვილი.

ტრენინგის საკითხებია: ლტოლვილთა სამართლის ზოგადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები, თავშესაფართან დაკავშირებული სასამართლო საქმისწარმოება საქართველოში და ა.შ. მთავარ გამოწვევად რჩება მაძიებლებისთვის სახელმწიფო უშიშრობის საფუძვლით  თავშესაფარზე უარის თქმა, კვალიფიციური თარგმანის უზრუნველოფა, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ადვოკატები აქტიურად არიან ჩართულები დისკუსიაში და პირადი მაგალითებიდან და გამოცდილებით განიხილავენ არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. 

ტრეინინგზე ასევე მომიხილული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების სამართლებრივი გადაწყვეტის  გზები, სასამართლოში საქმის განხილვის ტენდენციები