დღეს, 29 ოქტომბერს, იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი  თემაზე: საოჯახო სამართალი, ბავშვის უფლებები: ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო ვალდებულებები.

ტრენინგს უძღვება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი.

იურისტები მსჯელობენ შემდეგ საკითხებზე: ეროვნული კანონმდებლობა და ევროპული კონვენციები ბავშვის უფლებების შესახებ; ქორწინება და თანასაკუთრება, არასრულწლოვანის ინტერესები თანასაკუთრების გაყოფისას;    შვილების წარმოშობის დადგენა; ევროპული კონვენცია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა; სამართლებრივი სტატუსის შესახებ; მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ; 1980 წლის  ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ და ა.შ.

ტრენინგის ბოლოს მონაწიილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.