ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და დირექტორის მოადგილე სულხან გველესიანი, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშრის წარმომადგნელობის მიწვევით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ.
მათ დაათვალიერეს გლდანის პროფესიულ კოლეჯში გამართული გამოფენა და შეხვდნენ კოლეჯების ხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები სწავლის შემდეგ შრომით სექტორში გადადიან. ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი დახმარების სერვისის მიღება, რომლის შეთავაზება უფასოდ შეუძლია იურიდიული დახმარების სამსახურს.
სამსახურის ახალი პროექტი "სამართლებრივი დახმარება ბიზნესისა და დასაქმების საკითხებში" გულისხმობს დაინტერესებული პირებისთვის და განსაკუთრებით გადახდისუუნარო ბენეფიციარებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფას ბიზნესის წამოწყების, ბიზნეს-პროექტების მომზადების და დასაქმების სფეროში.
"პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურის, განათლების სექტორის და ისეთი უმნიშვნელოვანესი დონორის მხარდაჭერა, როგორიცაა ევროკავშირი" - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.