დღეს, 30 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის  ბიუროს ადვოკატებმა ალექსი ტუსნიაშვილმა და თამარ ბაწელაშვილმა, კონსულტანტმა მერი ხაჩიძემ შეხვედრა გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებთან.

მოსწავლეებს განემარტათ, თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური არასრულწლოვან მოწმეებს, ბრალდებულებს, დაზარალებულებს. ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე. მოსწავლეებს ადგილზე გაეწით კონსულტაცია მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, მშობლის უფლებების შეზღუდვასთან, ნაადრევ ქორწინებასთან, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივ დანაშაულთან, არასრულწლოვანთა შრომის უფლებებთან, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკთან  დაკავშირებულ საკითხებზე. 

შეხვედრის ბოლოს დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.