ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 4 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა ელისო ბოგვერაძემ, თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვდრა გამართეს ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ იურიდიული დახმარების გაწევის პირობებზე და მომსახურების კრიტერიუმებზე.
ბიბლიოთეკარები დაინტერესდნენ შრომითი ურთიერთობის , სამუშაო დროის ხანგრძლივობის, შვებულებისა და შრომის ანაზღაურების საკითხებით. იურისტებმა გაწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები და დაარიგეს სამსახურის ბუკლეტები უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ.