ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი პროფესიულ დღეს ულოცავს ყველა ადვოკატს:
„ძვირფასო კოლეგებო, ადვოკატების ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, ჩვენი როლი უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების აღსრულებაში, ჩვენ ვართ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები და ამიტომ უდიდესია ჩვენი პასუხისმგებლობა, რათა პროფესიული საქმიანობა განვახორციელოთ მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით. ყველა უფლებადამცველს, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ადვოკატებს, გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.“