დღეს, 8 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და წარმომადგენლები დაესწრნენ ქართული ადვოკატურის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. 

ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც კერძო პრაქტიკის მქონე,  ასევე  საზოგადოებრივი ადვოკატები. ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები. კონფერენციაზე საადვოკატო საქმიანობის აქტუალური საკითხები განიხილეს.