11-12 ნოემბერს, გაეროს ლტოლვილთა უმღლესი კომისარიატისა UNHCR და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მხარდაჭერით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში იმართება სამუშაო შეხვედრა მოქალაქეობის არქონის საკითხებზე იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისათვის. 

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს.   

შეკრებილებს მიმართეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში ქემლინ ფარლიმ და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
განსახილველ საკითხებს შორისაა: საერთშორისო სამართლებრივი ჩარჩო მოქალაქეობის არქონის საკითხებზე, მოქალაქეობის არქონის მიზეზები და შედეგები, საქართველოს მიერ აღებული დაპირებები მოქლაქეობის არქონის სახითხებზე - გაფართოვდეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი მოქალაქეობის არქმონის სტატუსის მაძიებელ პირებზე და უზრუნველყოს ისინი სამართლებრივი დახმარებით, თემატიკასთან დაკავშირებული გამოწვევები, შესაძლებლობები და ა.შ.