დღეს, 12 ნოემბერს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი  თემაზე „ეფექტური სამართალწარმოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე“.

ტრენინგს უძღვება თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ გაბოძე. 

განსახილველ საკითხებს შორისაა:სიტუაციური ანალიზი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ქალთა შრომითი უფლებები, სახელფასო სხვაობა, ქალთა უფლებების შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტები და მათი გამოყენება სამართალწარმოებაში. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია), ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქალთა უფლებებზე და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე და ა. შ.  

ტრენინგს დასავლეთ საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების ბიუროების  და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ესწრებიან.