იურიდიული დახმარების სამსახურმა დღეს დევნილი ქალებისთვის პრეზენტაცია გამართა ქალთა უფლებების თემაზე.

სამსახურის იურისტმა, გენდერის სპეციალისტმა თათია სოსელიამ დევნილ ქალებთან შემდეგ საკითხებზე ისაუბრა: გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების დარღვევის შემთხვევები, ქალის უფლებები და ქორწინება, შრომითი უფლებები, შვებულება მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რას გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობა, რომელია რეაგირებაზე უფლებამოსილი ორგანოები, როგორ ვისარგებლოთ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით.

შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2019-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.