ცხელი ხაზი: 292 00 55
რაჟდენ კუპრაშვილი ლეჩხუმს ეწვია და მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. მან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეკრებილ სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტები გააცნო და კიდევ ერთხელ ისაუბრა სამსახურის სერვისების შესახებ. შეხვედრაზე მისული მოსახლეობა ძირითადად მემკვიდრეობისა და მიწის რეგისტრაციის საკითხებით იყო დაინტერესებული. დირექტორისგან ყველა მათგანმა კვალიფიციური კონსულტაცია მიიღო.
გარდა ამისა, რაჟდენ კუპრაშვილმა ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწია რამდენიმე ბენეფიციარს.
მოგვიანებით, დირექტორი სახლში ეწვია პენსიონერ პედაგოგს, რომელსაც მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. რაჟდენ კუპრაშვილმა მას პირველადი კონსულტაცია გაუწია, მომავალში კი აღნიშნულ საქმეს ცაგერის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი დაასრულებს.
უფასო იურიდიული მომსახურება ლეჩხუმელებისთვის ხელმისაწვდომი 25 ივლისიდან, ანუ მას შემდეგ გახდა, რაც იურიდიული დახმარების სამსახურმა ცაგერში საკონსულტაციო ცენტრი გახსნა. ამ პერიოდის განმავლობაში ცენტრის კონსულტანტმა, ნინო ურთმელიძემ 300-ზე მეტ ბენებიციარს გაუწია იურიდიული დახმარება.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ცაგერს მოადგილესთან, სულხან გველესიანთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად სტუმრობდა.