ცხელი ხაზი: 292 00 55
რაჟდენ კუპრაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მან მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტები გააცნო და კიდევ ერთხელ ისაუბრა სამსახურის სერვისების შესახებ. აბაშაში, ისე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აქტუალურია მიწის რეგისტრაციისა და მემკვიდრეობის საკითხები.
მოგვიანებით, დირექტორი სახლში ეწვია პენსიონერ ბენეფიციარს იროდი ბიწაძეს, რომელსაც მამა-პაპისეული მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. აღნიშნულ საქმეში მას დახმარებას გაუწევს სამსახურის ადმინისტრაცია.
უახლოეს პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახური აბაშაში საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. მანამდე კი აბაშელებს უფასო იურიდიული დახმარების მიღება უახლოეს, ფოთის ბიუროში შეუძლიათ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი აბაშას მოადგილესთან, სულხან გველესიანთან, ფოთის ბიუროს წარმომადგენლებთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად სტუმრობდა.