ცხელი ხაზი: 292 00 55
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების ზუგდიდის ბიუროში გაივლიან. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, თეონა ხუფენიამ მოაწერეს.
შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებისთვის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით პრაქტიკული სასწავლო კურსი - კლინიკა ჩამოყალიბდება. პრაქტიკულ კურსს სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე. სემესტრის ბოლოს, წარმატებულ სტუდენტებს აკადემიური კრედიტი მიენიჭებათ.
მემორანდუმი ძალაში შევიდა ხელის მოწერისთანავე.