ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახური უერთდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 2019 წლის გლობალურ კამპანიას, რომლის მთავარი თემაა „სექსუალური შევიწროება“. თანამედროვე მსოფლიოსთვის გამოწვევად რჩება ძალადობასთან და განსაკუთრებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა. ჩვენთვის მიუღებელია გვიწევდეს ბრძოლა გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის წინააღმდეგ; მიუღებელია დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმა სექსუალური შევიწროების სახით და მიგვაჩნია, რომ უნდა ცივილიზებული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად.
2015 წლიდან იურიდიული დახმარების სამსახურის ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს უფასო სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფს. ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებულ პირს გავუწიოთ დახმარება კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.