დღეს, 27 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ზვიად ქობალავა ზუგდიდის მინიციპალიტეტის სოფელ ურთას საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.  შეხვედრა შედგა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 2019 წლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომლის  თემაა სექსუალური შევიწროება.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბავშვებში სამართლებრივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა ადრეული ასაკიდან. მართლშეგნების ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და უსაფრთო გარემოს შექმნა.

იურისტებმა ახალგაზრდებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, დანაშაულის ცნება, სახეები, არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უფლებები, განრიდება-მედიაცია,ნარკოტიკული დანაშაული,  ბულინგი, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობის საკითხები - სექსუალური შევიწროების ჩათვლით. 

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019 #იურიდიულიდახმარება