ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას.

იურიდიული დახმარების სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლებისთვის, ასევე, უფასოდ უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და ადვოკატის მომსახურებას (ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში წარმომადგენლობას) იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის მიმართ სასამართლო განიხილავს დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს, მიუხედავად პირის გადახდისუნარიანობისა; ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, თუ მსხვერპლი გადახდისუუნაროა, მას შეუძლია ისარგებლოს უფასო საადვოკატო მომსახურებით. 

მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხავ ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებს ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა - სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

იძულება - ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოძალადის მიმართ ძალადობის სავადაუდო ფაქტზე, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს პატიმრობა.

სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები გულისხმობს მსხვერპლის უფლებას მოითხოვოს ძალადობის შედეგად მოძალადის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმები ითვალისწინებს მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას ან აკრძალვას, რაც ხორციელდება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემით.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დამცავი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 6 თვემდე ვადით.

ქალთა მიმართ ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება.

არსებობს კრიზისული ცენტრი – ქალთა მიმართ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ–სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

ასევე შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც თუ ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა.

მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად უზრუნველყოფს აგრეთვე მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, თუ მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი მოქმედებს მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი თავშესაფრით სარგებლობს − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს/სავარაუდო მსხვერპლებს, საკუთარი უფლებების დასაცავად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის  როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციით (ცხელი ხაზი: 292 00 55, www.legalaid.ge, Skype:legalaid.ge, Facebook:legalaid.ge). 

თუ თქვენ გახდით ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე, გთხოვთ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

 

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

იურიდიული დახმარების სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე ძალადობის მსხვერპლ ქალებს უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას.

იურიდიული დახმარების სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლებისთვის, ასევე, უფასოდ უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და ადვოკატის მომსახურებას (ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში წარმომადგენლობას) იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის მიმართ სასამართლო განიხილავს დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს, მიუხედავად პირის გადახდისუნარიანობისა; ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, თუ მსხვერპლი გადახდისუუნაროა, მას შეუძლია ისარგებლოს უფასო საადვოკატო მომსახურებით. 

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე: