2019 წლის 29 ნოემბერს კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა ბექა ჯავახიშვილმა და ნათელა ბიწაძემ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ჩაატარეს სიღნაღისმუნიციპალიტეტის ქ.წნორში მდებარე "ცოდნის კაფეში".

შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და 2019 წლის გლობალური კამპანიის მთავარი თემა-სექსუალური შევიწროება. შეხვედრა ჩატარდა სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ორგანიზებით და ესწრებოდნენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელი მარგარიტა ახვლედიანი, სიღნაღის მერიის, წნორის მუნიციპალიტეტის და სიღნაღის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.

იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მოქალაქეებს გააცნეს ძალადობის მსხვერპლთათვის უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის წესი და პირობები. შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.

#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019 #იურიდიულიდახმარება