ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 29 ნოემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძლადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ნათია ქვარცხავა შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩაში მცხოვრებ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას.
შეხვედრა ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდი სოხუმის” მიერ.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ხურჩა კონფლიქტის ზონიდან მდებარეობს 100-მეტრში.
ფონდის წარმომადგენელმა დოდო ბუკიამ მოსახლეობას წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები და მოკლედ გააცნო შეხვედრის მიზეზი.
საზოგადობერივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე.
პასუხი გაეცა მოსახლეობისთვის საინტერესო სხვა კითხვებსაც, რომელიც შეეხებოდა მიწის რეგისტრაციას, სოციალური დახმარების პროგრამებს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებს, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს, მხარდამჭერის მიმღებად ცნობას,სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და სხვ.
შეხვედრა დათქმულ დროზე დიდხანს გაგრძელდა, რადგან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებიც დასჭირდათ