ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ბენეფიციარების დახმარება საოჯახო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საოჯახო ტიპის დავებს განეკუთვნება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ოჯახს.
იურიდიული დახმარების სამსახური საკუთარი უფლებების დასაცავად ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.
საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისინი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს განქორწინება. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, მაშინ განქორწინება ხდება სასამართლო წესით, სხვა შემთხვევაში განქორწინებას ახდენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო.
თუ აღმოჩნდება, რომ ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას ან ქორწინების რეგისტრაცია მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ სასამართლოს შეუძლია მოახდინოს ქორწინების ბათილად ცნობა.
განქორწინების დროს, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ქონების თაობაზე, მაშინ სასამართლო ვალდებულია განიხილოს მეუღლეთა ქონების გაყოფის საკითხი. გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ის ქონება, რაც მეუღლეთა მიერ შეძენილ იქნა ქორწინების პერიოდში.
თუ განქორწინების დროს მეუღლეებს შორის წარმოიშობა დავა შვილების საცხოვრებელი ადგილს განსაზღვრისა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრების ოდენობაზე, სასამართლო მოვალეა დაადგინოს თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩება და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი).
მეუღლეები მოვალენი არიან არჩინონ ერთმანეთი, რაც გამოიხატება მატერიალურ დახმარებაში. კერძოდ, ერთი მეუღლე ვალდებულია არჩინოს მეორე მეუღლე თუ ეს უკანასკნელი არის შრომისუუნარო და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას; ასევე ქმარი მოვალეა არჩინოს ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში. თუ მეუღლე ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ ვალდებულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაავალოს მას აღნიშნულის განხორციელება.
ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობის დადგენა ხდება სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად.
მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც გააჩნია მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსი. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.
შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ საკუთარი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა, მშობლებს ევალებათ, დაიცვან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
საოჯახო სამართლის ხსენებულ საკითხებზე პირისათვის უფასო საადვოკატო მომსახურების (სასამართლოში წარმომადგენლობის) გაწევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, როგორც იურიდიული დამხარების ბიურომ, ასევე, სასამართლომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დასაბუთებული განჩინებით.
სამართლებრივი აქტები
მომსახურების ფარგლები
სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:
მომსახურებით სარგებლობის პირობები
იურიდიული დახმარების სამსახური საოჯახო სამართლის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, იმ შემთხვევაში თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.
პირისათვის უფასო საადვოკატო მომსახურების (სასამართლოში წარმომადგენლობის) გაწევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, როგორც იურიდიული დამხარების ბიურომ, ასევე, სასამართლომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დასაბუთებული განჩინებით.
პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე: