28 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ლელა ჭანკოტაძემ და სპეციალისტმა სოფიო ჩიხაშვილმა შეხვედრა გამართეს წეროვანის გამგეობის თანამშრომლებთან. 

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა სექსუალური შევიწროვება, აღნიშნულ საკითხზე გამოგეობის თანამშრომლებს წარეგდინათ პრეზენტაცია, დეტალურად განემარტათ სექსუალური შევიწროვებასთან დაკავშირებული საკითხები, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორცილების მექანიზმები, მსგავს საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხები, საკანონმდებლო რეგულაციები, დამრღვევ პირთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები და მსხვერპლთა უფლებები.

მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაცია მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან,  უძრავ ქონებასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ თემებზე, დაურიგდათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.